ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი: დადგა დრო უკრაინამ და საქართველომ MAP მიიღონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკვე დროა ნატომ და ევროკავშირმა უკრაინასა და საქართველოს მიმართ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

მისი თქმით, ძალების გაერთიანებასა და სოლიდარობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“უკვე დადგა დრო, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატო-სგან MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალების გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ზელენსკი

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს და ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

 

იტვირთბა....