საზოგადოება

თბილისში მოძალადე ტაქსისტი მოძრაობს?

სოციალურ ქსელში გოგონამ მოძალადე ტაქსისტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გოგონა წერს, რომ ტაქსის მძღოლმა დიღმის ტერიტორიაზე მის ახლობელ ქალბატონზე სექსუალური ძალადობა სცდა, წინააღდეგობის გაწევის შემდეგ კი ის სცემა.

თემა „პალიტრა ნიუსმა“ გააშუქა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ აღმოაჩინა, ეს პირველი შემთხვევა არ არის და წლების განმავლობაში რამდენიმე დაზარალებული ქალბატონი არსებობს, მათ შორის ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომლებიც ტაქსის მძღოლებისგან სექსუალური ძალადობას გადაურჩნენ.

„პალიტრა ნიუსთან“ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს და ყვება: „ ტაქსისტი მიხსნიდა 5 წუთი რას გამიკეთებდა მას შემდეგ, რაც შემიყვანდა ტყეში. იმდენად შოკში ჩავვარდი, ვერაფერი გავაკეთე, გაოგნებული ვუყურებდი და ერთადერთი რაც ვკითხე, რას მაკადრებ თქო“ – იხსნებეს თამუნა მუსერიძე. ჟურნალისტის თქმით, ის მანქანიდან გადმოხტა და პატრული გამოიძახა. ოპერატიული რეაგირების შედეგად, ეჭვმიტანილი დააკავეს. თამუნა მუსერიძე განმარტავს, რომ ამ კაცის დამახასიათებელი ნიშანი მარჯვენა დეფორმირებული ხელი იყო.

ირკვევა, რომ ერთი წლის წინ, კიდევ ერთი გოგონა გახდა ტაქსის მძღოლისგან სექსუალური ძალადობის მცდელობის მსხვერპლი და მასაც მარჯვენა ხელზე დეფექტი აღენიშნებოდა.

იტვირთბა....