ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი დააზიანეს. შენობაში ჩამსხვრეული მინები. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
აღნიშნული ფაქტი მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული.