“ვემზადებით 15 მაისისთვის, როგორც შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, მოვიდეს და თავისი ბრაზი მკაფიოდ გამოხატოს”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალსიტებს განუცხადა.
უგულავამ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით რეგიონში პირველი გასვლის შესახებ ისაუბრა და თქვა, ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან და მოუსმენენ ამომრჩევლებს.
“მთელი საქართელოს მაშტაბით, დღეს კახეთი იქნება, ხვალ სხვა რეგიონი, ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ამომრჩევლებს. ადამიანებს, რომელთაც ბრაზი აქვთ იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელსაც ამდენი რესურსი აქვს, მიდის უკან, იმის მაგივრად, რომ წავიდეს წინ. ხელისუფლება უქმნის მათ ისეთ ილიზიას, თითქოს საქართველო ყვაოდეს. ჩვენ შევხვდებით იმ ადამიანებს, ვისაც პროტესტი აქვს, რადგან აქციაზე დადიან ასეთი ადამიანები”, – აღნიშნა უგულავამ.