ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქათული ჯარი ავღანეთს დატოვებს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ჯარი ავღანეთს დატოვებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისია.

“შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს. აღნიშნული მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო კონსულტაციებს როგორც ნატოსთან, ასევე ორმხრივად, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება”, – ამბობენ სამინისტროში.

ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა.

იტვირთბა....