ახალი ამბები მთავარი

თურნავა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებს: იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, დიალოგის მაგიდას დაუბრუნდებიან

ეკონიმიკის მინისტრის განცხადებით, მზად არის ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან დიალოგი გაგრძელდეს. ამის შესახებ ნათია თურნავამ იმედის ეთერში განაცხადა.

“მზად ვართ, ყველა მათ კითხვას გავცეთ პასუხი და იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიციას გვერდზე გადავდებთ, რადიკალური მოწოდებები შეწყდება და დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისათვის, დღეს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც დიალოგის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ ის მხოლოდ ფორმალური არ უნდა იყოს. ასევე აღნიშნულია, რომ დაინტერესებულ მხარეებს და სპეციალისტებს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის საშუალება უნდა მიეცეთ.

გუმათჰესთან 14 აპრილს გამართული აქციის შემდეგ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ქუთაისში  გადაინაცვლეს.

ნამოხვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....