„არ ვაპირებს მისვლას, არც ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, რადგან არ მინდა, რომ ეს ადამიანი დაიჭირონ“, – ამის შესახებ მსახიობმა, ნინუცა მაყაშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა.
ცნობისათვის, ნინუცა მაყაშვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. მსახიობი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს შეეხებოდა.
მაყაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს