ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უცნობი: გვაქვს ინიციატივა გავაკეთოთ ფონდი, ნამახვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულების გამოსასყიდად

“გვაქვს ინიციატივა გავაკეთოთ ფონდი, ნამახვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულების გამოსასყიდად”, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძე (უცნობი) სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფეისბუქ-პოსტში ვკითხულობთ, დეტალებზე საღამოს 22:00 საათზე „უცნობის კიდობანში“ იქნება საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....