[su_quote] ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას ყავლი გაუვიდა, რეალობას გავუსწოროთ თვალი. როდესაც ვერ ასაბუთებ გაყალბებას, როდესაც ყველა შენი პარტნიორი გეუბნება, განსაკუთრებით ყველაზე ეჭვშეუტანელი სადამკვირვებლო მისია ოდირი გეუბნება, რომ არ ყოფილა ისეთი გაყალბება, რომელიც აისახა და შეცვლიდა შედეგს, ამას ყური უნდა დაუგდო. ვადამდელის საკითხის მოხსნა უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის გამოცხადება უნდა იყოს კომპრომისი. [/su_quote]
ამის შესახებ “მოქალაქეებისთვის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.