ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარიას გუნდის წევრმა დეპუტატებმა ოპოზიციისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს

TV1

გაკეთებული განცხადების შემდეგ ქართული ოცნება  6-მა დეპუტატმა დატოვა. მათ დღეს, 14 აპრილს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის დროს ოპოზიციისათვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს.

დეპუტატები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე.

როგორც სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, ისინი მმართველ პარტიას ტოვებენ და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს უერთდებიან.

ქართულ ოცნებას პარლამენტში 90 მანდატი ჰქონდა. დღევანდელი გადანაცვლების შემდეგ კი მათ 84 დეპუტატი ჰყავთ. პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ 76 დეპუტატია საჭირო.

იტვირთბა....