aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ხუხაშვილი: გახარიასადმი მოლოდინი მაღალია, მაგრამ ხშირად დიდ მოლოდინებს დიდი იმედგაცურება მოყვება ხოლმე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ქართული ოცნებიდან  6 დეპუტატის წასვლას მეტრონომთან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გახარიას მიმართ დიდი მოლოდინებია, თუმცა ხშირად დიდ მოლოდინს დიდი იმედგაცურება მოსდევს ხოლმე.

ხუხაშვილმა განაცხადა, რომ გახარია არც მალავდა პოლიტიკაში დარჩენის სურვილს და თანამოაზრეებს რომ მოძებნიდა არც ეს დაუმალავს.

“გახარია არც მალავდა ამას, რომ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს. ბუნებრივია ის მოძებნიდა რაღა რაოდენობის თანამოაზრეებს. თუმცა ეს კრიტიკული რაოდენობა არაა. მათ პარტია კი დატოვეს, მაგრამ უმრავლესობა არ დაუტოვებიათ. ამიტომ აქ დიდ გადადგილებებზე ლაპარაკი ნაადრევია. პოლიტიკურ ბაზარზე არსებობს მოთხოვნილება ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე და გახარია ეცდება თავისი ადგილის დაკავებას. მისი პოლიტიკური ძალისადმი მოლოდინი მაღალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შენ ამის რეალიზებას მოახერხებ. ხშირ შემთხვევაში დიდ მოლოდინებს დიდი იმედგაცურება მოყვება ხოლმე”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

იტვირთბა....