ახალი ამბები მთავარი ციტატა

ნიკა მელია: ხელისუფლება შეიცვლება, ცვლილების პირას ვდგავართ

[su_quote]ხელისუფლება შეიცვლება, ცვლილების პირას ვდგავართ. მომავალზე იფიქრეთ, რას იტყვიან 15-20 წლის მერე, ამ საქმეზე ხომ დადგინდება ჭეშმარიტება. ეს ხომ ლაქად გაგყვებათ?! კობახიძე მოწმის სახით რომ არ დაკითხოთ, თქვენს რეპუტაციას ხომ შებღალავს?! თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე[/su_quote]

 

ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა. მან ამ სიტყვებით მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო და პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელიას მხარდამჭერებიც.

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....