ახალი ამბები მთავარი

ნიკა მელია: ციხეში 19 კილო დავიკელი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სანამ სასამართლო პროცესი დაიწყებოდა მელიას ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ უთხრა, რომ „კარგ ფორმაში“ იყო, რაზეც მელიას პასუხი იყო, რომ „19 კილო დაიკლო“.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო და პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელიას მხარდამჭერებიც.

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....