[su_quote]ნიკა მელიას გათავისუფლება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისთვის, რომ დაიწყოს განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის. ბუნებრივია, სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის ასეთ სამარცხვინო საქმეზე, ასეთ სამარცხვინო გარემოებებში, ეს არის ყველაზე მსხვილი საკითხი. ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ამის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების, ყველა იმ ცვლილებების გარეშე, რურუას გათავისუფლების გარეშე და პოლიტიკური დევნის გარეშე, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება… ნიკა მელიას გამოშვება არის ერთი ნაბიჯი და კრიზისის განმუხტვის დასაწყებად, საჭიროა, ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მოცემულია ჩვენ ხედვაში[/su_quote]
აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ გააკეთა.