aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩარკვიანი: ვის სცალია ახლა ვახტანგ მეგრელიშვილისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვის სცალია ახლა ვახტანგ მეგრელიშვილისთვის”, – ასე ეხმაურება მეტრონომთან საუბრისას პოლიტიკური პარტია კანონი და სამართალის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომ ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს.

ჩარკვიანის თქმით, მეგრელიშვილის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.

“ან ვინ არის – არ ვიცი, არ მაინტერესებს. სად შემიძლია ახლა, ვახტანგ მეგრელიშვილზე სერიოზულად გავაკეთო კომენტარი”, – უთხრა მეტრონომს ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გუშინ, 12 აპრილს პალიტრანიუსთან საუბრისას განცხადება ჩარკვიანის გარდა, საბა ბუაძესა და შალვა ნათელაშვილზეც გააკეთა.

“საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა, ვერ მოვისვენებდი, რომ არ მეთქვა. რასაც საბა ბუაძე და ლელო აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, შეუთავსებელია ნორმალურ პოლიტიკასთან. ჩემი აზრით, კლოუნადაა… მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა, ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის კლოუნადის აპოთეოზი”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

იტვირთბა....