ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა მელიას პროცესი – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი იმართება

თბილისისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.

სასამართლოში ამ წუთებში ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

 

იტვირთბა....