ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტია მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.
სამადაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მიესალმება.
“მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. არ მგონია, რომ ევროკავშირსაც ჰქონდეს სურვილი, რომ კიდევ ერთი წარუმატებელი რაუნდი ჩატარდეს. ამიტომ, კარგია, რომ დაიწყო ეს პროცესი მხარეებთან ორმხრივი შეხვედრები”, – უთხრა იმედს სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უწევდა, თუმცა, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.