თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესს თავად ნიკა მელიაც ესწრება.
სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იკრიბებიან ნიკა მელიას მხარდამჭერებიც.
ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

