ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი იწყება.

მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკური პატიმრობისგან უნდა გათავისუფლდეს.

“ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებაში უნდა გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება და ის უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან”, – უთხრა კონდახაშვილმა ჟურნალისტებს.

პროცესს თავად ნიკა მელიაც დაესწრება. ის უკვე მივიდა სასამართლოში.

სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იკრიბებიან მელიას მხარდამჭერებიც.

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....