aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში კორონავირუსით ინფიცირების 756 დაფიქსირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 374 გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან,  756 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

საქართველოს რეგიონების მიხედვით, მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: აჭარა – 116, იმერეთი – 97, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 80, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ვირუსისგან გარდაიცვალა 11 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 422 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.66%-ია.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 206, აჭარაში – 379, იმერეთში – 352. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 400 პირი, მათ შორის, თბილისში – 193, აჭარაში – 47, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 6, იმერეთში – 7. 323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

იტვირთბა....