ბიზნესმენი დავით კოდუას მეუღლე ნათია გედევანიშვილი სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებას ცვლის და ამტკიცებს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ის შემაკავებელ ორდერს ითხოვს.
მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მან სავარძელს თვალი თავად მიარტყა და ამიტომ აღენიშნება დაზიანება.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი დღეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას ითვალისწინებს.
ფაქტს გამოეხმაურა ასევე, დავით კოდუას დედაც. მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, ხოლო კოდუას მეუღლე ჩვენების შეცვლასა და ბიზნესმენის გამოშვებას ითხოვს.