დავით კოდუას დედის თქმით, კოდუას მეუღლე ჩვენების შეცვლასა და ბიზნესმენის გამოშვებას ითხოვს. ამის შესახებ, ლაურა ღაჭავა რუსთავი ორის ეთერში ამბობს.
“მეუღლე ჩვენებას აძლევს, რომ შეცდომა მომივიდა და გამოუშვითო. ვიეჭვიანეო და შეურაცხყოფა მომაყენაო, ცუდად გამომივიდაო. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მოვიდაო, საჭმელს ჭამდნენ და უკამათიათ. პატრულს დაურეკა და ვსო”, – ამბობს კოდუას დედა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი დღეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას ითვალისწინებს.