ახალი ამბები მთავარი ციტატა

ვოლსკი: გირჩს ცოტა არეული აქვს

[su_quote]გირჩს ცოტა არეული აქვს, თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები, უმრავლესობის, უმცირესობის ფუნქციები. იმიტომ, რომ შეიძლება, ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერთ მხარს სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არის უმრავლესობის პოზიციები, ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მსჯელობა შეიძლება.  არ შეიძლება, რომ ბატონი იაგოს განცხადებაზე აიგოს ჩვენი პოზიცია, არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გვექნება გარკვეული პრივილეგიები ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ თემებზე[/su_quote]

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი გირჩის მიერ წარდგნილი 7 პუნქტიდან ერთერთს – მარიხუანას ლეგალიზაციას.

გირჩი ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ ქართული ოცნება დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და შესრულებას: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით; კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან; რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ; პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული; ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი; რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად; მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია;

იტვირთბა....