ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვიდა ნაკლებეფექტურია

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალურმა უწყებამ დაადასტურა, რომ ჩინური ვაქცინები ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ეს მონაცემებში იყო ასახული. ჩინეთის მთავრობა ვაქცინაში გამაძლიერებელი დოზის დამატებას განიხილავს, რამაც მათი ვარაუდით ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

ჩინურ ვაქცინებს “დაცვის ძალიან მაღალი მაჩვენებელი არ აქვთ”, – ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუმ, შაბათს გამართულ კონფერენციაზე ქალაქ ჩენგდუში, განაცხადა.

ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინური ვაქცინის ასეულობით მილიონი დოზაა გაცემული. მათ შორისაა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი, ინდონეზია, ბრაზილია და სხვა.

ექსპერტების თქმით, ვაქცინების ეფექტურობა შესაძლოა მათმა ერთმანეთში შერევამ გაზარდოს. ბრიტანეთში მკვლევარები RNA ტიპის ფაიზერ ბიონტექისა და ტრადიციული ასტრაზენეკას ვაქცინის შესაძლო კომბინაციას სწავლობენ.

ბრაზილიელი მეცნიერებმა კვლევების შედეგად სინოვაკის ვაქცინის ეფექტურობა  50,4% – ზე ნაკლებად მიიჩნიეს. ხოლო ფაიზერ ბიონტეკის ვაქცინის ეფექტურობამ 97% აჩვენა.

იტვირთბა....