დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ რამდენი უცხოელი მებრძოლი დაბრუნდება ტერორისტული აქტების მოწყობის მიზნით დასავლეთში ქვეყნებში? ევროპა დიდი გამოწვევის წინაშეა. ბოლო მონაცემებით, სირიაში წასულთა რიცხვი ბევრად გაიზრდა. ასევე გაზრდლია დაბრუნებულთა რაოდენობაც და უფრო დახვეწილია ჯიჰადისტთა ქსელები.
ექსპერტების აზრით, სირიიდან დაბრუნებული მეომრის ფსიქოტიპის ზოგადი პორტრეტის შექმნა რთულია, საშუალოდ ესაა 21-25 წლამდე მამაკაცი და დაახლოებით 21 წლის ქალი. ერთი მესამედი ჯერ ჯიჰადისტთა ფორუმებზე აქტიურობს და შემდეგ 80%-ზე მეტი დაჯგუფებაში წევრიანდება.
ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ დაჯგუფება მიმზიდველობას კვლავაც ინარჩუნებს. ამასთანავე, ისლამისტთა დაჯგუფება საკმაოდ მოქნილად მოქმედებს. ამისთვის ძმების მაგალითიც გამოდგება, რომელთაც იანვარში „შარლი ებდოს“ თავდასხმა მოაწყვეს. ისინი დაკავშირებულნი იყვნენ აჰმედ კულიბალისთან, ეს უკანასკნელი ISIS -ის დაჯგუფების მებრძოლი იყო და ფრანგულ სუპერმარკეტში მომხდარ სროლაში დაიღუპა.
„ამერიკის ხმა“