ანანურის გზაზე, ჟინვალის წყალსაცავთან ტრაილერი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში მეტრონომს უთხრეს, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.