ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ელისაშვილმა ის შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც პრეზიდენტს აჩვენა

როგორც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა  “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება 30 აპრილს შევიდა. ნომრის ინდექსი 5 91 იყო. ალეკო ელისაშვილის განცხადებით: “ეს არის მაგთიდან ოფიციალური ამონაწერი. 591-ზე იწყება ეს ნომერი. 2014 წლის 30 აპრილს არის შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინება 14:36 წუთზე, 4 მესიჯი ზედიზედ შემოვიდა. იქ იყო კატეგორიულ-ისტერიულ ტონში მოთხოვნა, რომ გამეტანა საქმე განსახილველად. ვუპასუხე ამ ადამიანს 16:15 წუთზე, დაახლოებით 2 საათნახევრის შემდეგ. ეს ის 2 საათნახევარია, როდესაც ეს შეტყობინება შევუტანე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და პრეზიდენტს”, – განმარტა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე რამდენიმე, ჯერ კიდევ დაუსახელებელ პოლიტიკოსს, პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგების მცდელობასა და ზეგავლენით ვაჭრობაში დებს ბრალს. საქმე გამოძიებაშია.

 

 

იტვირთბა....