ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირეს. ამ ინფორმაციას “მეტრონომის” ერთ-ერთი ბლოგერი, ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ავრცელებს.
მისი თქმით, მან ინფორმაცია გადაამოწმა და უკვე დადასტურებულია. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია.