ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამადაშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე: ვერ მივიღებდი ამ მოწვევას

კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რაოდენ ტრაგიკულია, გარკვეულწილად, რომ ჩვენ ამ გარემოში აღმოვჩნდით, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწვევა მე მივიღე, მე ვერც მორალურად და ვერც პოლიტიკურად ვერ მივიღებდი ამ მიწვევას იმიტომ, რომ მაქვს განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ აკეთებს იმას, რაც მას შეუძლია და ხელეწიფება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს მართლაც და ჩვენ წინ წავიდეთ შეთანხმების გზაზე და ამ ვითარებაში მე, მართლა მინდა გულის დაწყვეტით აღვნიშნო, რომ ვერ მივიღებდი ამ მოწვევას.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც 9 აპრილს ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტებს უმასპინძლა.

იტვირთბა....