aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის მედალი გადასცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეს დღე შევარჩიეთ იმთავითვე, რათა პატივი მიგვეგო იმ ადამიანისთვის, რომელიც გახდა ერთგვარი სიმბოლო შემართებისა და შეუგუებლობის. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში. ის არის სიმბოლო იმ უსამართლობის და იმ გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღებაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის მედალი გადასცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დათა ვანიშვილი შემართებისა და შეუგუებლობის ერთგვარი სიმბოლო გახდა.

“დღეს, 9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მინდა, მის ოჯახს გადავცე პრეზიდენტის მედალი, როგორც ჩვენი ყველას უდიდესი პატივისცემის და ჩვენი იმედის ნიშანი, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანებული იქნება და ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან, აღარ ექნებათ აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.

დათა ვანიშვილი დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე დაკრძალეს.

იტვირთბა....