ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ISIS პანკისის ხეობაში

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სანაკოევი სენსაციურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ISIS-ის რიგებში მებრძოლი გარკვეული პირები პანკისის ხეობაში არიან კონცენტრირებული და საახალწლოდ, რუსეთისა და ოსეთის საზღვრებთან პროვოკაციებს გეგმავენ. როგორც სანაკოევი ამბობს, არ არის გამორიცხული მათი სამიზნე ქართული პოლიციაც აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“პანკისის ხეობაში ხდება მეომრების კონცენტრაცია, რომლებიც სირიაში, აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის რიგებში აქტიურად იბრძოდნენ. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე. მათი თავდასხმის ობიექტები შეიძლება გახდნენ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ან, სულაც, საქართველოს პატრულის წარმომადგენლები. მათ ასევე შესაძლოა გაიტაცონ მშვიდობიანი მოქალაქეები ან ცეცხლი გაუხსნან მათ. ისინი, ჩვენ, როგორც გვესმის, მიზნად ისახავენ ვითარების დაძაბვას საზღვარზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის ფონზე და ეს ყველაფერი, ჩვენი ინფორმაციით, მოახლოებულ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისთვის მზადდება” , – ასეთ განცხადებას ავრცელებს ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევი.

იტვირთბა....