ახალი ამბები მთავარი

აშშ-ის საელჩო ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე მომხდარ თავდასხმას და შესაბამის უწყებებს სწრაფი და ობიექტური გამოიძიებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს მათი საქმიანობის თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება უნდა შეეძლოთ.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

ფორმულას თანამშრომლებზე მომხდარი თავდასხმის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ საქმეზე გამოიძიება უკვე დაიწყო. მეორე შემთხვევაზე კი უწყებაში შეტყობინება არ შესულა.

იტვირთბა....