ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხელისუფლების წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია.

ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას.

უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევით მიჰყვეთ რეკომენდაციებს, ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია”, – წერს ნოდარ ტურძელაძე.

კორონავირუსით ასევე ინფიცირებულები არიან ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, მაია მენაღარიშვილი და მამუკა მდინარაძე.

დეპუტატების გარდა ინფიცირებულია პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.

იტვირთბა....