aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინო ლომჯარია: მზად ვარ შევხვდე აფგან მუხთარლს და მოვუსმინო

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია, მზად არის შევხვდეს აფგან მუხთარლს და მისგან მოისმინოს ის სათქმელი, რაც აქვს სახალხო დამცველისთვის.

“საქმე, რომელიც არაა გამოძიებული და დასრულებული, ესაა საქმე, რომელსაც ჰქონდა და აქვს უზარმაზარი საერთაშორისო რეზონანსი, შესაბამისად მე ვგეგმავ, პირადად შევხვდე აფგან მუხთარლის და მისგან მოვისმინო უშუალოდ ის სათქმელი, რაც აქვს სახალხო დამცველისთვის”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

აფგან მუხთარლი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და 30 მაისს აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მას ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა წაუყენეს. ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უარი უთხრეს. მას საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა ჰქონდა განზრახული.

საქართველოს პროკურატურას აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს საქმე აღძრული.

იტვირთბა....