aviabiletebi
ახალი ამბები

მოიჯარეთათვის სახნავი და სათიბი მიწების შესყიდვაზე შეზღუდვები მოიხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა მოიხსნას და გამოსასყიდ, “სახნავი” კატეგორიის მიწებს დაემატოს “სათიბებიც”.
ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქონება იყოს ჩართული ეკონომიკაში, ქმნიდეს დოვლათს და ასაქმებდეს ადამიანებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ფართოვდება ის მექანიზმი, რომლითაც მოიჯარეები შეიძენენ და გამოისყიდიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რაზეც წლების განმავლობაში, იჯარის პროცესში აქვთ გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები, ამუშავებენ მიწებს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება და მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება აქვთ ხელთ, არ შეუძლიათ საბანკო დაფინანსების მოზიდვა, ასევე შეზღუდულები არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში და შესაბამისად, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ეს სიკეთე”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
იტვირთბა....