aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაშაძე მესამე რაუნდზე: 90%-ით დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმთ, მესამე რაუნდი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის შედეგს მოიტანს და დარწმუნებულია, რომ შეთანხმება შედგება. ამის შესახებ ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ ეს ახალი სტრატეგია, რაც მაქვს მეორე რაუნდის შემდეგ, მესამე რაუნდისთვის შედეგს მოიტანს, აგერ ნახეთ, აუცილებლად შეთანხმება იქნება. მე 90%-ით დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს მოხდება. თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება. შემიძლია უკვე მეტი ალბათობით გითხრათ ჩემი განწყობა ამ კუთხით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვესაუბრე და ძალიან მაღლა არის აწეული უკვე საქართველოს საკითხი”,- ამბობს ვაშაძე.

ვაშაძემ, ასევე, აღნიშნა რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ფასილიტაციის მხარეებთან.

იტვირთბა....