aviabiletebi
ახალი ამბები

მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაზე: არ ეურჩონ ეპისკოპოსს, არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტ, ანტონის  თქმით, მონასტერი არის საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილება და ვისაც არ მოსწონს წავიდეს და ტყეში ილოცოს. ამის შესახებ, მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა

“ძალიან არაკანონიკურად იქცევიან, ვინაიდან, ეს ბრალდება უფროა, ვიდრე აპელაცია. აპელაციაში მითითებულია, რომ გთხოვთ, განიხილოთ და ა.შ. აქ კი, ბრალდებაა. ეს უნდა გამიჯნონ თვითონ. ამის გამო არ დავაბრკოლებთ, მაგრამ თუ მათ ნამდვილად სურთ განხილული იყოს ეს, მანამდე უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩონ ეპისკოპოსს. თუ ამბოხებულებს კანონიერ ჭრილში უნდათ დამორჩილება, მანამდე უნდა დაექვემდებარონ მღვდელმთავარს წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ მღვდელმთავარი სწორად მოიქცა… ეს მონასტერი არის საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილება. არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე. რომ არ ემორჩილებიან მღვდელმთავარს რა არის მათი სახე? ვფქრობ, როცა იქნება, აზრზე მოვლენ”,-  ამბობს მეუფე ანტონმა.

დღეს, საპატრიარქოში საგანგებო თათბირი გაიმართა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ადგილზე შეიკიბნენ,  მთავარი თემა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები უნდა ყოფილიყო. ამის პარალელურად, საპატრიარქოსთან ილია მეორის მხარადამჭერების აქციაც მიმდინარეობდა.

იტვირთბა....