ახალი ამბები მთავარი

სამხარაძე მუხთარლიზე: ვისი პრემიერობის დროს მოხდა და ვინ იყო გადაწყვეტილების მიმღები ყველამ იცის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ მუხთრალის გატაცების საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა. მის კომენტარს ტაბულა ავრცელებს.

მან ასევე, აღნიშნა, რომ ყველამ იცის, თუ ვინ იყო ამ გადაწყვეტილების მიმღები პირი.

“გეთანხმებით, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო ამბავი, თუმცა, დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული, ვინ ვისი ბრძანებით გააკეთა, ვისი პრემიერობის დროს, ვინ იყო მაშინ ეს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ასე შემდეგ, ეს საზოგადოებამ ყველაფერი იცის, რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა სამხარაძემ.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და 30 მაისს აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მას ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა წაუყენეს. ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უარი უთხრეს. მას საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა ჰქონდა განზრახული.

საქართველოს პროკურატურას აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს საქმე აღძრული.

აფგან მუხთარლი საქართველოში, გუშინ, 7 აპრილს შემოუშვეს.

იტვირთბა....