[su_quote]ამ პროკურორ ბულბულაშვილს მინდა ვუთხრა, იდიოტი ხომ არ ხარ, შვილო? როგორ შეიძლება ასეთი ტყუილები საზოგადოებას აჭამო? რანაირად უნდა გადაიხადოს, გირაო ხომ გაუქმებულია? გირაო დააყენოს მაშინ. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსელმაც იცის, რომ საპატიმრო გირაო ვერ გამოიყენება აქ. დააყენოს პროკურატურამ მაშინ გირაო და თუ სასამართლო დაამტკიცებს, უნდა გამოვიდეს და მერე იმ ვადაში გადაიხდის, ეს ხომ იცის ამ ბულბულაშვილმა აფერისტმა, ან იმ შარიკოვმა არ იცის, ზევიდან პროკურორი რომაა? ორი გრამი განათლება კი აქვს, მაგრამ არ იცის? ვის ატყუებენ ეგენი? უსინდისო ნაძირალაა, ვინც მაგას იძახის. გამოვიდეს და დამიმტკიცოს საპირისპირო. გამოდის პროკურორი და ატყუებს ხალხს. წვეტიანი ფეხსაცმლით და პანჩურით უნდა გამოაგდო პროკურატურიდან სანამ მელია ციხეშია, სიტუაციის განმუხტვა ვერ მოხვდება[/su_quote]
ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა გიგი უგულავამ ფორმულასთან ნიკა მელიას პროკურორის განცხადების პასუხად განაცხადა. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი.