ახალი ამბები მთავარი

ბობოხიძე: ოცნება აპირებს “გრეჩიხას” მიერ დაანონსებულ აქციაზე საჯარო მოხელეების მობილიზებას

ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, ქართული ოცნება აპირებს გია გაჩეჩილაძის მიერ დაანონსებულ აქციაზე საჯარო მოხელეების მობილიზებას. როგორც ბობოხიძემ მეტრონომს განუცხადა, თუკი ადგილზე რაიმე დაპირისპირება მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“როგორც მაქვს ინფორმაცია, ხელისუფლება ხვალისთვის აორგანიზებს სახელმწიფო, საჯარო სამსახურების, მოხელეების წამოყვანას გრეჩიხას  ე.წ. საპროტესტო მიტინგზე. ხვალ ადამიანების ის მასა, რომელიც შეიძლება ჰყავდეს ბატონ გრეჩიხას, რომ იცოდეთ, იქნება სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები და მე ხელისუფლებას ვაფრთხილებ, იმ ადგილზე მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, თუ იქ რამე პროვოკაცია მოხდება, მთლიანად იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, შესრულებული მათივე მონაწილეობით და ასევე მათივე მობილიზებული საჯარო მოხელეებით”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ მეტრონომთან. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

.

იტვირთბა....