ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომ მელია სასამართლო პროცესს დაესწროს, მოსამართლემ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომა 13 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....