ამერიკის სახელმწიფომ მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სირიაში ვითარება უნდა მოგვარდეს. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით აშშ-ს არ სჯერა, რომ ბაშარ-ალ ასადი სირიის მართვას შეძლებს.
კერის თქმით, მიუხედავად მხარეებს შორის უთანხმოებისა გარკვეულ საკითხებზე, შესაძლებელია ეფექტური თანამშრომლობა, რადგან ირანის ბირთვული შეთანხმება სწორედ რუსეთის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
Euro news ცნობით, ამ შეხვედრას უკვე ლავროვის ვიზიტი მოჰყვება ნიუ იორკში.