[su_quote] 10 წელიწადში, შესაძლებელია, ილონ მასკმა ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი [მთავრობის] გეგმა მთვარეზე განხორციელდეს. პანდემიის პირობებში, ხანგრძლივ გეგმებს მსოფლიოში არცერთი ბიზნესმენი არ ადგენს. ყოველდღიური და ყოველთვიური გეგმა გჭირდება იმ ცვლილებებზე, რაც მსოფლიოში არსებობს. [/su_quote]
ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ TV ფორმულას ეთერში, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა შეიქმნას უწყებათშორისი საბჭო, რომელმაც ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს.