aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ზალკალიანი: მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რომ გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელ ტოივო კლაარისთან შეხვედრის შემდეგ, რომ  შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებაში. მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე, როდესაც მდინარე ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ.

„ეს არის რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. სწორედ ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები დაკეტილია, იწვევს ასეთ კატასტროფას. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ყველა ეს შემთხვევა დეტალურად იქნება განხილული ყველა საერთაშორისო ფორმატში. ამ საკითხის აქტუალიზაციას ვგეგმავთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე, ასევე, მომავალ კვირას ეუთო-ში დაგეგმილ განხილვებზე.

მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას იმისათვის, რომ აუცილებლად გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები და ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ოკუპირებული ტერიტორიის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ, მე ვთხოვე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით გააძლიეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ყევლა აქტორთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. სწორედ ის არის პასუხისმგებელი დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე. გაძლიერდეს ზეწოლა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა გადასვლელი პუნქტი და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისათვის, დღეს, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს ოთხი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....