ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ

„თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ“, – აღნიშნული განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც გაბუნიამ განმარტა, შეზღუდვების განახლება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაიცავს საზოგადოება უკვე არსებულ წესებს.

„თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის, შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს. ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ჩვენ აღარ მოგვიხდეს მეტი მკაცრი შეზღუდვების დაბრუნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაცია კოვიდ-სტატისტიკის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში,  196 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 24592 კვლევა, აქედან 18536 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6056 PCR-ით.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,65%-ია, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.

კარანტინის რეჟიმში 191, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  1892 პირი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე 12 846 პირია აცრილი.

მათივე ცნობით, დღიურად ვაქცინირებულთა რაოდენობა 1 214-ს აღწევს.

იტვირთბა....