დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე 12 846 პირია აცრილი.
მათივე ცნობით, დღიურად ვაქცინირებულთა რაოდენობა 1 214-ს აღწევს.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაცია კოვიდ-სტატისტიკის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 24592 კვლევა, აქედან 18536 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6056 PCR-ით.
დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,65%-ია, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.
კარანტინის რეჟიმში 191, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1892 პირი იმყოფება.