[su_quote]ჩვენი თანაგუნდელები არიან ძალიან თავშეკავებულები. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ… იმიტომ, რომ ჩვენ სთანაგუნდელებს ძალიან მძიმე სიტუაციაში უხდებათ ქვეყნის მართვა და ბატონი ვოლსკის ჟესტი მე ვნახე და არაფერი ისეთი არ იყო იქ არაჩვეულებრივი და შეურაცხმყოფელი. იყო ის ჟესტი, რასაც იმსახურებს ის მდგომარეობა, რაშიც აყენებს ქვეყანას ძალები, რომლებიც აყენებენ. ასე რომ, მე ვერ გეტყვით, რომ სიძულვილის ენა ოცნებიდან მომდინარეობს. ჩვენი გუნდი არ არის სიძულვილისგან შემდგარი. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც უნდა, საქართველოს გადარჩენა და ამის ბევრი მაგალითი და ანალიზს თუ დავიწყებთ, შორს წავალთ ამითი. ამიტომ, არ მგონია, რომ სიძულვილის ენა ქართული ოცნების ნარატივია. ოცნება ყოველთვის დაბალანსებულია და ცდილობს, ყოველთვის იყოს თავის მოსახლეობაზე მორგებული და მის კეთილდღეობაზე მზრუნველი[/su_quote]
ასე უპასუხა მეტრონომთან ინტერვიუს დროს ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ კითხვას ხომ არ უწყობს ხელს მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი საზოგადოებაში სიძულვილის ენის წახალისებას
ვიდეო: