[su_quote]თუ არ იქნა დიდი მოძრაობა, სოლიდარული მოძრაობა ყველასი, ეს ყველაზე ზესაკითხია – ზეპოლიტიკური, ზესახელმწიფოებრივი საკითხი. აქ არ უნდა იყოს გარჩევა ვინ ვინ არის. მე ვგულისხმობ საზოგადოების სოლიდარობას. არ უნდა იყოს საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა იმიტომ, რომ ჩვენს წინ ძალიან დიდი მტერია… გახსოვთ რა გამოვიარეთ ნოემბერი-დეკემბერი, როდესაც ყოველდღიურად 30-40-50 ადამიანის გარდაცვალება გვქონდა. დღეს, საბედნიეროდ, ეს 7-ჯერ, 8-ჯერ არის შემცირებული, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ბოლო 20 დღე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დღეს, ამ წუთის მონაცემებით, ალბათ, ხვალ დილისთვის ეს გაიზრდება, ახალი შემთხვევა არის 794, ეს უკვე ბოლოს სამი თვის რეკორდია, ეს ნიშნავს, რომ თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ, ქვეყანაში მესამე ტალღა იყოს, რომელიც ძალიან რთული იქნება[/su_quote]
ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა