ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სამადაშვილი მელიას პროცესზე: სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა პოლიტიკურ დაკვეთასაც გასცემენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი მეტრონომთან საუბრისას ნიკა მელიას სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსამართლე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა დაკვეთასაც მმართველი გუნდი გასცემს.

“მე ვფიქრობ, რომ სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა პოლიტიკურ დაკვეთასაც მიიღებენ, რა პოლიტიკურ დაკვეთას გასცემენ, ვერ გეტყვით”, – აცხადებს სამადაშვილი.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.

 

 

იტვირთბა....