[su_quote]ერთ მხარესაც [ქართული ოცნების მხარდამჭერები] და მეორე მხარესაც [სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები] მოვუწოდებ, რომ ძალადობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას, ეს არის მიუღებელი. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, ადამიანის სიცოცხლე არის ფუნდამენტალური უფლება, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად რაც არის საჭირო, პირველ რიგში, ის უნდა გააკეთოს ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც. მოდი ასე ვიტყოდი, გავამკაცროთ პირბადის ტარების წესები, გავამკაცროთ თავშეყრის ადგილების მოშლა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას იმისთვის, რომ კორონავირუსს მოვერიოთ. ხელისუფლებისაც და ოპოზიციის მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, რომელიც პირდაპირპროპორციული იმისა, რომ ეკონომიკა განვითარდეს. მსოფლიო ებრძვის კოვიდს. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ორივე მხარისთვის მიუღებელია, ორივე მხარეს მოვუწოდებ – არანაირი დაპირისპირება, არანაირი კომენდანტის საათის დარღვევა, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ყველა წესი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ყველამ უნდა დაიცვას, სამოქალაქო დაპირისპირება მიუღებელია[/su_quote]
ეს განცხადება მეტრონომთან საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა გააკეთა.